| |||||
| |||||
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის
რეორგანიზაციისა და მისი ფუნქციებისა და უფლებების საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირისთვის - შრომის ინსპექციისათვის გადაცემის პროცესის
კოორდინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
| |||||
,,შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1. 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში - უფლებამონაცვლე სსიპ) შექმნისა და სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) რეორგანიზაციისა და მისი ფუნქციებისა და უფლებების უფლებამონაცვლე სსიპსათვის გადაცემის პროცესის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას სარეორგანიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) სამინისტროს შემდეგი დეპარტამენტების წარმომადგენლების შემადგენლობით: ა) თამილა ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; ბ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაცია; დ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი; ე) პოლიტიკის დეპარტამენტი; ვ) იურიდიული დეპარტამენტი; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი. 2. კომისიამ უზრუნველყოს: ა) დეპარტამენტის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების უფლებამონაცვლე სსიპსთვის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინირებული განხორციელებისათვის საჭირო ზომების მიღება; ბ) უფლებამონაცვლე სსიპსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების განსაზღვრა, განკარგვა და აღნიშნულის უფლებამონაცვლე სსიპსთვის გადაცემა, აგრეთვე, სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრა და გადაცემა; გ) სხვა საკითხების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება დეპარტამენტისა და უფლებამონაცვლე სსიპ-ის შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობას, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების გათვალისწინებით; დ) სხვა საკითხების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება ამ კომისიის მუშაობის სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას; ე) კომისიის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ გეგმა - გრაფიკის შემუშავება და მუშაობის დასრულების თაობაზე, საბოლოო ანგარიშის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის წარდგენა. 3. კომისიის საქმიანობის წესი: ა) კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ამასთან, კომისიის წევრების არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში) შემთხვევაში კომისიაში მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი; გ) კომისიის გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა; დ) კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი; ე) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები; ვ) კომისიის სხდომა შესაძლოა, გაიმართოს დისტაციური წესით, რა დროსაც, კომისიის საქმიანობის ფორმატი განისაზღვრება კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე |